ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში პოლიციამ მელბურნის მკვიდრი დააკავა, რომელიც ახალი წლის ღამეს ქვეყანაში ტერაქტის განხორციელებას გეგმავდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ავსტრალიის მოქალაქეა, რომელიც სომალელი ლტოლვილების ოჯახშია დაბადებული. ის 20 წლისაა.
პოლიციის ვერსიით, დაკავებული 31 დეკემბერს ქალაქის ცენტრში მისვლას და იქ შეკრებილი ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნას გეგმავდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მარტო მოქმედებდა და მას თანამზრახველები არ ჰყავს.