„დიდი სლემის“ რიგით პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის ხელმძღვანელობამ, გადამწყვეტ სეტებში ტაი-ბრეიკის შემოღება მოიწონა, – იტყობინება გაზეთი The Times. ტაი-ბრეიკს ითამაშებენ ბოლო სეტში 6:6-ზე. ოღონდ, მე-13 გეიმი გაგრძელდება არა შვიდი, არამედ 10 ქულის მოგებამდე.
ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული არ არის. დღეისთვის, ავსტრალიის ღიას ხელმძღვანელობა ჩოგბურთელებთან კონსულტაციებს გადის. ცვლილება ძალაში 2019 წლის გათამაშებიდან უნდა შევიდეს.