ავსტრალიაში ვიქტორიას შტატის სპორტის მინისტრმა მარტინ პაკულამ გამოაცხადა – რა რაოდენობის გულშემატკივარს შეეძლება ავსტრალიის ღია პირველობის მატჩებზე დასწრება.
მისი სიტყვებით, ყოველდღიურად „მელბურნ-პარკის” საჩოგბურთო სტადიონზე 30 ათას ადამიანს შეუშვებენ. ამასთან, ბოლო ხუთ დღეს მაყურებლის რაოდენობა დღეში 25 ათასამდე შემცირდება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ 14 დღის განმავლობაში ჩვენ გვეყოლება 390 ათასი ადამიანი. ეს დაახლოებით ნახევარია იმ რაოდენობისა, რაც საშუალოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში გვესწრებოდა. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას დიდი რაოდენობის მაყურებლით, რაც მსოფლიოს ბოლო თვეებში უნახავს“, – თქვა პაკულამ.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 8-21 თებერვალს გაიმართება.