ავსტრალიის ღია - VIII დღე - ელინა სვიტოლინა მეხუთე მეოთხედფინალისტია
ავსტრალიის ღია პირველობის მერვე სათამაშო დღეს მერვედფინალური ეტაპი გაგრძელდა.
დღის პირველი მატჩი უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ მოიგო, რომელიც მეოთხედფინალის საგზურისთვის ამერიკელ მედისონ კისს ხვდებოდა.
მატჩი საათი და 35 წუთი გაგრძელდა. კისს მეტოქეზე უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – შვიდი ხუთის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინელმა ოთხი ბრეიკი შეასრულა, ამერიკელმა – მხოლოდ ორი. სვიტოლინამ 6:2, 1:6, 6:1 მოიგო და ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში პირველად გავიდა.
მატჩის გადამწყვეტი მომენტი მესამე სეტის მესამე გეიმი გამოდგა, რომელშიც სვიტოლინამ ხუთი ბრეიკ-მოიგერია. უკრაინელმა კისს კარიერაში პირველად მოუგო.