ავსტრალიის ღია - VII დღე - სტეფანოს ციციპასმა როჯერ ფედერერი დაამარცხა
ავსტრალიის ღია - VII დღე - სტეფანოს ციციპასმა როჯერ ფედერერი დაამარცხა

მამაკაცთა ტურნირზე ბოლო მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა, რომელმაც წინა ეტაპზე ოთხ სეტში მოუგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, სენსაციურად დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი – 6:7(11), 7:6(3), 7:5, 7:6(5). მატჩი სამი საათი და 50 წუთი გრძელდებოდა.

პირველ ორ სეტში ფედერერი ფლობდა დიდ უპირატესობას – საწყისი პარტია მარათონულ ტაი-ბრეიკის შემდეგ მოიგო, მეორეში რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, აქედან ოთხი სეტბოლი იყო, მაგრამ ციციპასმა ყველა საფრთხე მოიგერია და მეორე ტაი-ბრეიკი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ბერძენმა მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტები მესამე სეტის მერვე გეიმში გამოიმუშავა და მაგრამ ორი შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, იმავე სეტის მე-12 გეიმში ციციპასმა მესამე შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტებში დაწინაურდა. ეს იყო ერთადერთი ბრეიკი, რომელიც ამ მატჩში შესრულდა.

მეოთხე სეტმა საერთოდ ბრეიკ-პიონტის გარეშე ჩაიარა და საჭირო გახდა მატჩში მესამე ტაი-ბრეიკის ჩატარება, რომელშიც ციციპასმა ერთით მეტი მინი-ბრეიკი შეასრულა და კარიერაში პირველად მოიპოვა “დიდი სლემის” ტურნირზე მეოთხედფინალში თამაშის უფლება.

ამ ეტაპზე ციციპასი ესპანელ რობერტო ბაუტსტა აგუტს შეხვდება.