ქალთა კლასიფიკაციის პირველ ნომერ სიმონა ჰალეპს დიდი ბრძოლა გადახდა ავსტრალიის ღიას პირველი რაუნდის გადასალახად. რუმინელი გამოცდილ ესტონელს კაია კანეპის ხვდებოდა და რთული მდგომარეობიდან მოახერხა გამოძრომა.
რეიტინგის ლიდერმა პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე წააგო, მეორეში კი ბრეიკით ჩამორჩა და კატასტროფის წინაშე დადგა. თუმცა, ჰალეპმა მალე მოახერხა საპასუხო ბრეიკის შესრულება, ხოლო სეტის ბოლოს, როცა მეორე ტაი-ბრეიკი გარდაუვალი ჩანდა, მეათე გეიმში მეოთხე სეტბოლზე მაინც შეძლო პარტიის აღება და საერთო ანგარიშის გათანაბრება.
მესამე სეტში კანეპიმ უკვე ვეღარ შეძლო დიდი წინააღმდეგობის გაწევა და საბოლოოდ, ჰალეპმა ორ საათსა და 12 წუთში 6:7(2), 6:4, 6:2 მოიგო. მეორე წრეში რუმინელი 20 წლის ამერიკელს, მსოფლიოს 37-ე ჩოგანს სოფია კენინს შეხვდება.