ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შემდეგ ჰალეპი მსოფლიოს პირველი ჩოგანი აღარ იქნება
ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შემდეგ რუმინელი სიმონა ჰალეპი მსოფლიოს პირველი ჩოგანი აღარ იქნება. ამ მომენტისთვის ოთხ ჩოგბურთელ ქალს შეუძლია გადაასწროს მსოფლიოს პირველ ჩოგანს. ესენი არიან იაპონელი ნაომი ოსაკა, ჩეხი პეტრა კვიტოვა და მისი თანამემამულე კაროლინა პლიშკოვა, ასევე უკრაინელი ელინა სვიტოლინა.
პეტრა კვიტოვას გამარჯვების შემდეგ 1/4 ფინალში, ავსტრალიელ ეშლი ბარტთან, ჰალეპმა საერთოდ დაკარგა პირველი ადგილის შენარჩუნების შანსი. ტურნირის დასრულების შემდეგ რუმინელის ანგარიშზე იქნება 5582 ქულა, ხოლო ჩეხს ნახევარფინალში დამარცხების შემთხვევაშიც კი დაუგროვდება 5770 ქულა.
მაშასადამე, ჰალეპი WTA -ს პირველ ადგილს დატოვებს 2018 წლის თებერვლის შემდეგ. ის მსოფლიოს საუკეთესო 42 კვირა იყო.