დანიილ მედვედევის შემდეგ, მამაკაცთა ტურნირს კიდევ ერთი რუსი ჩოგბურთელი ანდრეი რუბლიოვი გამოეთიშა. რუსების ბოლო წარმომადგენელი გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა ძალიან იოლად დაამარცხა – 6:4, 6:4, 6:4. თამაშის ხანგრძლივობა იყო საათი და 39 წუთი.
გერმანელმა თითო სეტში თითო ბრეიკის შესრულება შეძლო. რუბლიოვს უკუბრეიკის არანაირი შანსი არ ჰქონია – ზვერევმა საკუთარ გეიმებში ჯამში 12 ქულა წააგო და მეტოქე ერთ ბრეიკ-პოინტამდეც კი არ მიუშვა.
ზვერევისთვის ეს არის პირველი მეოთხედფინალი ავსტრალიაში. სხვათა შორის, მან შეწყვიტა რუბლიოვის 15-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც შარშანდელი ნოემბრიდან იღებდა სათავეს.
მეოთხედფინალში ზვერევი შვეიცარიელ სტენ ვავრინკას შეხვდება.