ავსტრალიის ღია 2020 - ჩემპიონმა მოგებით დაიწყო
ავსტრალიის ღია 2020 - ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

წარმატებით დაიწყო ავსტრალიის ღია პირველობაზე ტიტულის დაცვა იაპონელმა ნაომი ოსაკამ. მან პირველ წრეში ორ სეტში დაამარცხა მსოფლიოს 59-ე ნომერი, ჩეხი მარი ბუზკოვა – 6:2, 6:4. შეხვედრა 80 წუთი გრძელდებოდა.

პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, მეორე პარტიაში ფავორიტს გაუჭირდა. ბუზკოვა ბრეიკით 4:2 დაწინაურდა, მაგრამ იაპონელმა ზედიზედ ოთხი გეიმისა და შესაბამისად, მატჩის მოგება შეძლო. ოსაკამ ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პიონტი გამოიყენა, ბუზკოვამ – ექვსიდან ერთი.

ბუზკოვა იმით არის ცნობილი, რომ თავის დროზე იუნიორებს შორის აშშ-ის ღია პირველობა მოიგო, შარშან კი ტორონტოს ტურნირის ნახევარფინალში კი სერენა უილიამსი დაამარცხა სამ სეტში.

მეორე წრეში ოსაკა ჩინელ სასაი ჟენგს შეხვდება.