ავსტრალიის დედაქალაქში ძლიერმა სეტყვამ მანქანები და სახლები დააზიანა
ავსტრალიის დედაქალაქში ძლიერი სეტყვის შედეგად მანქანები და სახლები დაზიანდა. „სიენენის“ (CNN) ინფორმაციით, სეტყვამ დაფარა ავსტრალიის პარლამენტის ეზოც. ავტომობილების ნაწილს შუშები ჩაემსხვრა.
ავსტრალიაში რამდენიმეთვიანი ხანძრების შემდეგ, შტორმს ებრძვიან. სტიქია ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიას შტატს დაატყდა თავს. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილში დღეს კვლავ ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი.