ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე ყველაზე ძველი წერილიანი ბოთლი იპოვეს
ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე ყველაზე ძველი წერილიანი ბოთლი იპოვეს

ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე ყველაზე ძველი წერილიანი ბოთლი იპოვეს. როგორც ირკვევა, ის წყალში 132 წლის წინ გაუშვეს. ბოთლი უკვე განათავსეს დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმში.

ბოთლი დამსვენებელმა იპოვა, წერილის წაკითხვის შემდეგ კი მისი ავთენტურობის დასადგენად მუზეუმში მიიტანა.

შეტყობინება ანკეტის ფორმისაა, სადაც თარიღი ხელით არის შეყვანილი – 1886 წლის 12 ივნისი და გერმანული გემის სახელი „პაულა“.

როგორც ირკვევა, ბოთლი ოკეანის შემსწავლელი გერმანელი დამკვირვებლების მიერ არის გაშვებული.

ბოთლი და წერილი მუზეუმში ორი წლის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.