ავსტრალიის პარლამენტის წევრმა პარტნიორს ხელი პარლამენტის სხდომაზე სთხოვა. ამ დროს სესიაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონპროექტი განიხილებოდა.
კანონპროექტი პარლამენტმა განსახილველად ორშაბათს მიიღო, მანამდე კი მან სენატისგან დასტური მოიპოვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალური სხდომის განმავლობაში ეს ხელის თხოვნის პირველი შემთხვევაა.
„როდესაც ხელი პირველად გთხოვე, ჩვენი კავშირი იმ ბეჭდებით მოვნიშნე, ორივეს რომ გვიკეთია მარცხენა ხელზე. ეს ბეჭდებია პასუხი იმ კითხვაზე, რომლის დასმაც არ შეგვიძლია. დაქორწინდები ჩემზე?“, – მიმართა პარლამენტარმა პარტნიორს, რომელიც სტუმრების ლოჟაში იჯდა.
სხდომაზე დამსწრეები პარლამენტარის გამოსვლას ოვაციებით შეხვდნენ.