ავსტრალიელ მორაგბეთა ნაწილმა, შესაძლოა, ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადოს
ავსტრალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვოლაბების“ წევრთა ნაწილი ნაკრებში თამაშზე უარს იმ შემთხვევაში განაცხადებს, თუკი სადისციპლინო კომიტეტი ისრაელ ფოლაუს არ დასჯის.
ფოლაუს მიმართ მოსმენა მომდევნო შაბათს გაიმართება და 10 აპრილს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჰომოფობიურ განცხადებას შეეხება.
მისი თანაგუნდელების აზრით, ფოლაუმ საკუთარი თავი გუნდზე წინ დააყენა.
ავსტრალიის ნაკრების რამდენიმე წევრმა – ვილ გენიამ, მაიკლ ჰუპერმა, ბერნარდ ფოლიმ და გუნდის მწვრთნელმა, მაიკლ ჩეიკამ, ფოლაუს განცხადებების მიმართ მკვეთრი უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატეს.
„ვფიქრობ ფოლაუს განცხადებამ გუნდის ბევრი წევრისთვის არაკომფორტული გარემო შექმნა, რის გამოც, მომავალში, ვერ წარმომიდგენია მასთან ერთად როგორ უნდა ვითამაშოთ“, – განაცხადა გენიამ.
ფოლაუს ბედი შაბათს გაირკვევა, თუმცა მანამდე, მას რაგბის თამაში და სხვა სპორტული აქტივობები აკრძალული აქვს.