მაიკლ ჩეიკა შესაძლოა „მონპელიეს" მთავარი მწვრთნელი გახდეს | რაგბი
მაიკლ ჩეიკა შესაძლოა „მონპელიეს" მთავარი მწვრთნელი გახდეს | რაგბი

ფრანგული სარაგბო კლუბის ხელმძღვანელობამ ავსტრალიელ სპეციალისტთან წინასწარი მოლაპარაკება უკვე აწარმოა. „მონპელიეს” მოქმედ მთავარ მწვრთნელს ვან კოტერს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება, რის შემდეგაც მას სავარადუდო ავსტრალიელი სპეციალისტი შეცვლის.

„მაიკლ ჩეიკას ავსტრალიის ნაკრებთან ერთად მიმდინარე მსოფლიოს თასზე წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა. მიუხედავად ამისა ჩვენ მზად ვართ მასთან ვითანამშრომლოთ, რადგან ჩეიკა ძალიან გამოცდილი მწვრთნელია“- განაცხადა „მონპელიეს“ პრეზიდენტმა მოედ ალტრადმა.

2019 წლის მსოფლიოს თასზე ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში ინგლისთან 16:40 დამარცხდა, რის შემდეგაც ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ თანამდებობა დატოვა.