ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას დატოვებს | იაპონია 2019
ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას დატოვებს | იაპონია 2019

ავსტრალიიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელი, მაიკლ ჩეიკა აცხადებს, რომ თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს, როდესაც მისი კონტრაქტის ვადა ამოიწურება.

 

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ავსტრალია ინგლისის ნაკრებთან მეოთხედფინალში დამარცხდა 40:16.

 

„ვოლაბების“ მთავარი მწვრთნელისთვის 24 ქულიანი სხვაობით დამარცხება საბედისწერო აღმოჩნდა და ის მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის თავკაცი აღარ იქნება.

 

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მაიკლ ჩეიკამ განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებდა, თუ მისი გუნდი თასს ვერ დაეუფლებოდა.

 

„მე ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ სიტყვას ყოველთვის ასრულებს. ფინალური სასტვენის შემდეგ უკვე ყველაფერი ნათელი იყო. თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, დაუყოვნებლივ არ განვაცხადე. დავიცადე, ცოტა დრო გასულიყო. ველაპარაკე ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და საჯარო განცხადება მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთე“ – ამბობს ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.