ავსტრალიაში, რამდენიმე უნივერსიტეტთან სტუდენტები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ
ავსტრალიაში, რამდენიმე უნივერსიტეტთან სტუდენტები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პროპალესტინელმა აქტივისტებმა მჯდომარე აქცია სიდნეის, მელბურნის, კანბერას და ავსტრალიის სხვა ქალაქების უნივერსიტეტებთან გამართეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, მთავრობამ მშვიდობის ხელშეწყობისთვის საკმარისი არ გააკეთა და ითხოვენ, უნივერსიტეტებმა ისრაელთან აკადემიური კავშირები გაწყვიტონ.
სიდნეის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა, მარკ სკოტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ პალესტინის მხარდამჭერებს შეუძლიათ დარჩნენ კამპუსში, რადგან ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.