ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა
ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა

ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც ავსტრალიური მედია იუწყება, ქორწილი, რომლის 35 სტუმარი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა, ახალი სამხრეთ უელსის შტატში მარტის დასაწყისში შედგა.

ანალოგიური ინციდენტი მოხდა ურუგვაიში, სადაც ქორწილში მყოფი 44 სტუმარი ევროპიდან ახალი დაბრუნებული მოქალაქისგან დაინფიცირდა.

დიდი ბრიტანეთში, ინგლისის ეკლესიამ მოუწოდა მოქალაქეებს, ქორწილის სტუმრების საერთო რაოდენობა ხუთ ადამიანამდე შეზღუდონ. ესენია: მღვდელი, სიძე, პატარძალი და ორი მეჯვარე.