ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის ხელახალი გავრცელების გამო, დაწყებითი სკოლები ისევ დახურეს
ვიქტორიას შტატში „კოვიდ-19-ის“ 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი ნაწილი მელბურნის ტერიტორიაზე მდებარე სკოლებს უკავშირდება, რის გამოც შტატის პრემიერ-მინისტრმა, დენიელ ენდრიუსმა, სკოლები ხელახლა დაიხურა.
„მესმის, ვიქტორიას ყველა მოსახლეს უნდა, რომ ეს მალე დამთავრდეს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, ისე მოვიქცეთ, თითქოს ვირუსი აღარ არსებობს, თითქოს ვირუსი ჩვენს შტატში აღარ არის“, – განაცხადა ენდრიუსმა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვიქტორიას შტატში ასევე შეამცირეს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ერთად შეკრება შეუძლიათ, რადგანაც შტატში ოთხი დღეა „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ორ ციფრიანი ზრდა დაფიქსირდა.