ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში ხანძრის გამო ასობით ადამიანს სახლების მიტოვება მოუწია.
კუინზლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში ხანძრის 140 კერაა დაფიქსირებული. ცეცხლი ათასობით ჰექტარზეა გავრცელებული. მეხანძრეების ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს.
მხოლოდ კუინზლენდის შტატში ცეცხლმა 80-ზე მეტი სახლი გაანადგურა, 400-ზე მეტი ადამიანი საევაკუაციო ცენტრებშია მოთავსებული.
რაც შეეხება ახალი სამხრეთ უელსის შტატს, მეხანძრეების ცნობით, აქ დამწვარია ხუთი შენობა.
პოლიცია ეჭვობს, რომ ხანძრის რამდენიმე კერა განზრახ გაჩენილია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.