ავსტრალიაში ახალი წლის დადგომა იზეიმეს. გრანდიოზული ფოერვერკის შოუ სიდნეიში 15 წუთამდე გაგრძელდა.
მანამდე კი 2019 წლის დადგომას შეეგებნენ სამოასა და ახალ ზელანდიაში, სადაც მასშტაბური შოუსთვის მზადება ექვსი თვით ადრე დაიწყო. ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ცათამბჯენსა და ხიდზე 500 კილოგრამამდე პიროტექნიკა დამონტაჟდა.
სულ მალე ახალი წლის დადგომას იაპონიაშიც იზეიმებენ. ფოერვერკების შოუ დაგეგმილია ჰონგ კონგსა და ტაივანში.