იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დღეს მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც D ჯგუფისა და მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ავსტრალიის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა.
მოლოდინისამებრ, მატჩი ავსტრალიელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 45-10 დასრულდა.
ამ მოგებით ავსტრალიამ 11 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ორი ქულით ნაკლები აქვს უელსის ნაკრებს, თუმცა ბრიტანელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და თავიანთ მესამე შეხვედრას 9 ოქტომბერს ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ.
როგორც იცით, ამავე ჯგუფშია საქართველოს ნაკრები, რომელიც ავსტრალიას 11 ოქტომბერს დაუპირისპირდება.