ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი ლემანისმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა. ავსტრალიელთა განაცხადი ასე გამოიყურება –
არონ ბეინსი (ფინიქსი, NBA), ენდრიუ ბოგუტი (სიდნეი), ჯონა ბოლდენი (ფილადელფია, NBA), ქსავიერ კუქსი (სტრასბური, საფრანგეთი), მეტიუ დელავედოვა (კლივლენდი, NBA), კემერონ გლიდონი (კენტერბერი), კრის გულდინგი (მელბურნი), ჯო ინგლსი (იუტა, NBA), ნიკ კეი (ველინგტონი), ჯონ ლანდეილი (ჟალგირისი, ლიეტუვა), პატრიკ მილსი (სან ანტონიო, NBA), ნათან სობი (ბრისბენი).
უფრო ადრე გამოცხადდა, რომ „ფილადელფიას“ ერთ-ერთი ლიდერი ბენ სიმონსი გამოტოვებდა მსოფლიოს ჩემპიონატს. მან გადაწყვიტა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონისთვის მზადებაზე მოახდინოს კონცენტრაცია.
მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში 31 აგვისტოს დაიწყება.