სიდნეიში, ANZ Stadium-ზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლოსწინა ფინალისტი გამოვლინდა.
ავსტრალიის ნაკრებმა საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის განმეორებით მატჩში 3:1 დაამარცხა ჰონდურასის ნაკრები, (პირველი მატჩი ჰონდურასში 0:0 დასრულდა) და რუსეთში მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
საპასუხო შეხვედრის გმირი აღმოჩნდა ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფეხბურთელი მილე იედინაკი, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. სამივე გოლი მან მეორე ტაიმში გაიტანა და სამივე სტანდარტული მდგომარეობიდან – პირველი საჯარიმოთი და მომდევნო ორი – პენალტით.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფიგეროას გოლი აღარაფერს წყვეტდა – 3:1.
მაშ ასე, 32 ფინალისტიდან 31 ცნობილია:
1. რუსეთი
2. ბელგია
3. ირანი
4. იაპონია
5. მექსიკა
6. ბრაზილია
7. სამხრეთ კორეა
8. საუდის არაბეთი
9. გერმანია
10. ინგლისი
11. ესპანეთი
12. კოსტა რიკა
13. ნიგერია
14. პოლონეთი
15. ეგვიპტე
16. სერბეთი
17. ისლანდია
18. საფრანგეთი
19. პორტუგალია
20. ურუგვაი
21. არგენტინა
22. კოლუმბია
23. პანამა
24. სენეგალი
25. მაროკო
26. ტუნისი
27. შვეიცარია
28. ხორვატია
29. შვედეთი
30. დანია
ხვალ, თბილისის დროით დილის 6 საათსა და 15 წუთზე გაიმართება ასევე საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის განმეორებით მატჩი: პერუ უმასპინძლებს ახალ ზელანდიას. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. სწორედ ეს გუნდები გაარკვევენ მუნდიალის ბოლო, 32-ე საგზურის ბედს.