ავსტრალია შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას იწყებს
ავსტრალია შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას იწყებს

ავსტრალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას იწყებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, პირველი ივლისისთვის სამუშაო ადგილებს 1 მილიონი ადამიანი დაუბრუნდება.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ყველა შტატი დამოუკიდებელად გადაწყვეტს, როდიდან შეამსუბუქოს ზომები. შეზღუდვების შემსუბუქება რამდენიმე ეტაპად იგეგმება. ავსტრალიაში საგანგებო მდგომარეობა მარტში გამოცხადდა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 7 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 800 პაციენტი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება, ვირუსით 100 ადამიანი დაიღუპა.