დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით იწყებს.
რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: ქუთაისი-ბოლონია-ქუთაისი – 23 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;
ქუთაისი-ნიცა-ქუთაისი – 12 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.
ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „ვიზეარს“ (Wizz Air) ახალ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა.
„ვიზეარმა“ საქართველოში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ცხრა თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საავიაციო ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა (15%).