ავიაკომპანია „რაინეარმა“ მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა
ავიაკომპანია „რაინეარმა“ მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა და ნაცვლად ოთხი სიხშირისა, კვირაში ორი სიხშირით იფრენს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.
მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები, დღეის მდგომარეობით, არ განხორციელდება.