ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ თელ-ავივისა და ერევნის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს
ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ თბილისი-თელ ავივი-თბილისის და თბილისი-ერევანი-თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ფრენები აღნიშნული მიმართულებებით შემდეგი განრიგით შესრულდება, თბილისი – თელ ავივი – თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას; თბილისი – ერევანი – თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიენიჭა.