ავიაკომპანია Georgian Airways თბილისი-მინსკი-თბილისის მიმართულებას ამატებს
მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.