ავიაკომპანია Air Moldova აცხადებს, რომ მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე, მოსკოვში ფრენები განახლდება
ავიაკომპანია Air Moldova აცხადებს, რომ მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე, მოსკოვში ფრენები განახლდება

ავიაკომპანია Air Moldova მოსკოვში ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ნათქვამია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, რუსეთის დედაქალაქში ავიარეისები პირველი ოქტომბრიდან აღდგება.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიღებულია შინ დაბრუნების მსურველი მოლდოვის მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე.

ამასთან, Air Moldova-ის განცხადებით, მოსკოვში რეისების აღდგენა უკავშირდება მგზავრების მოთხოვნებს, გამოიყენონ პანდემიის დროს და თებერვალში საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ შეძენილი ბილეთები.

„რუსეთის ფედერაციაში და რუსეთის ფედერაციიდან რეისების აღდგენა არის პასუხი ჩვენი თანამოქალაქეების თხოვნებზე“, – აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

მოლდოვამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ შეწყვიტა.

ავიაკომპანია Air Moldova-ს პრივატიზაცია 2018 წელს განხორციელდა.