ავიაკომპანია Air France-მა დაგეგმილი რეისების 30 პროცენტი გადადო 
ავიაკომპანია Air France-მა დაგეგმილი რეისების 30 პროცენტი გადადო 

ავიაკომპანია Air France-ი იძულებული გახდა, დაგეგმილი რეისების 30 პროცენტი გადაედო. მიზეზი ეკიპაჟის წევრების გაფიცვაა, რომელიც უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. ინფორმაციას Accosiated Press -ი ავრცელებს.

გაფიცვის ორგანიზატორი პროფკავშირებია, ისინი ხელფასების 6 %-იან მატებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვების შედეგად ავიაკომპანიამ უკვე იზარალა 200 მილიონი ევრო.

Air France – ის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა პროფკავშირებში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.