ავღანეთში თავდასხმისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი
ავღანეთში თავდასხმისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი

ავღანეთში თავდასხმისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თავდასხმა ავღანეთის დედაქალაქში ე.წ. მწვანე ზონასთან მოხდა, სადაც ძირითადად სამთავრობო და დიპლომატიური მისიების შენობებია განთავსებული.

პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სახლი იყო. აფეთქების შედეგად თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან. მომხდარზე პასუხიმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.