ავღანეთში თავდასხმის შედეგად აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქე ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს მისიის ფარგლებში იმყოფებოდა.
პრესკონფერენციის დროს პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ავღანეთში ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად იმყოფებიან, ამიტომ მათზე თავდასხმა აღმაშფოთებელი ქმედებაა.
ქაბულში გაერო-ს ავტომობილზე თავდასხმა 24 ნოემბერს მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა.