ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად 16 პირი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქთიის პროვინციაში თავდასხმა ღამის საათებში მოხდა. მხარეებს შორის დაპირისპირება მთელი ღამე მიმდინარეობდა და დილას დასრულდა.

თავდასხმის შედეგად 13 სამხედრო მოსამსახურე და სამი პოლიციელი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაპირისპირების დროს, თალიბანის 28 წევრის ლიკვიდაცია მოხერხდა.

წარსულში მოძრაობა „თალიბანი“ ქვეყნის დასახლებული ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. ახლა კი, სახელისუფლებო ძალების დასუსტებას ცალკეული თავდასხმებით ცდილობს. ქვეყანაში საკმაოდ არის გაძლიერებული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ცენტრალური აზიის ფრთაც.