ავღანეთში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 11 წარმომადგენელი დაიღუპა
ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 11 წარმომადგენელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალხის პროვინციაში მოხდა.
როგორც ცნობილია, მოძრაობა „თალიბანის“ წევრები პოლიციის განყოფილებებს დაესხნენ თავს, რამდენიმესაათიანი წინააღმდეგობის შემდეგ ტერიტორიები დაიკავეს და შენობებს ცეცხლი მოუკიდეს. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებებზე კონტროლი სამართალდამცველებმა აღადგინეს.
28 სექტემბერს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე მიმდინარეობდა. მიზეზი მოძრაობა „თალიბანის“ მიერ არჩევნების ჩაშლის მუქარა იყო. თუმცა არჩევნების დღეს მასშტაბური თავდასხმები არ განხორციელებულა.