ავღანეთის ბამიანის პროვინციაში სროლის შედეგად სამი ესპანელი ტურისტი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა პირმა მათ ბაზრიდან გამოსვლისას გაუხსნა ცეცხლი.
სროლის შედეგად ასევე დაიღუპა ავღანეთის ერთი მოქალაქე, დაშავებულია კიდევ ოთხი უცხოელი და სამი ავღანელი.
სამართალდამცველებმა თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს.