ავღანეთში შვიდი ინდოელი ინჟინერი და მათი მძღოლი მძევლად აიყვანეს
ავღანეთში შვიდი ინდოელი ინჟინერი და მათი მძღოლი მძევლად აიყვანეს

ავღანეთში შვიდი ინდოელი ინჟინერი და მათი მძღოლი მძევლად აიყვანეს. შეიარაღებული პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბაგლანის პროვინციაში დაესხნენ თავს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ უცხოელებმა არ გაითვალისწინეს სამართალდამცავების რჩევა და „თალიბანის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცვის გარეშე გადაადგილდებოდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო.

ტყვეობაში აყვანილი ინჟინრები ბაგლანის პროვინციაში მდებარე ელექტროსადგურში მუშაობდნენ.
„ჩვენ ვეკონტაქტებით ავღანელ სამართალდამცავებს და დამატებითი დეტალებს მათგან ვიგებთ”, – განაცხადეს ინდოეთის საელჩოში.