ავღანეთში, აფეთქებების სერიას სულ მცირე, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 36. გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ადამიანი ქალაქ ჯალალაბადში, სამთავრობო შენობას დაესხა თავს.
სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, რასაც სროლა მოჰყვა.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. შენობას, რომელსაც ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ, შავი კვამლი ფარავს. მათვე ცნობით, სამთავრობო შენობასთან ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული სულ მცირე, 4 თავდამსხმელი შენიშნეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.