ავღანეთში ქალ სამხედრო მოსამსახურეებს 8 მარტი მიულოცეს [ვიდეო]

ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა, მალხაზ მერლანმა ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში ქართველ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ქალი მშვიდობისმყოფელები მათზე დაკისრებულ ამოცანებს მაღალ დონეზე ასრულებენ. მათი ნაწილი სამედიცინო პუნქტში მუშაობს, ნაწილი – საშტაბო საქმიანობას ეწევა, ხოლო ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში მათი დავალება საკონტროლო გამშვებ- პუნქტებზე ჩხრეკა-შემოწმებაა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი, ხოლო ქაბულში IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას 2018 წლის ოქტომბრიდან ასრულებენ.