ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში დემონსტრაციის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, – ინფორმაციას TOLO New-ი ავრცელებს.
აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტები აქციას გუბერნატორისა და ადგილობრივი პოლიციის განყოფილების უფროსის გადადგომის მოთხოვნით მართავდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.