ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ წევრებთან დაპირისპირების დროს 10 პოლიციელი მოკლეს
ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ წევრებთან დაპირისპირების დროს 10 პოლიციელი მოკლეს. როგორც „როიტერი“ იუწყება, შეტაკება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე, ვარდაკის პროვინციაში მოხდა.
დაღუპულთა შორის არის ადილობრივი პოლიციის უფროსი და კიდევ ცხრა ოფიცერი. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა პოლიციის განყოფილების და მერის შენობა დაწვეს. თავდასხმის დროს ტერორისტებმა დაარბიეს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და გაანადგურებს საკონტროლო გამშვები პუნქტები.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, მათ „თალიბანის“ იერიშის მოგერიება შეძლეს.