ავღანეთში მეორე აფეთქება მოხდა
ავღანეთში მეორე აფეთქება მოხდა

ავღანეთში მეორე აფეთქება მოხდა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, კიდევ 10 დაჭრილია. ამჯერად, თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ბაგლანის რაიონში მოხდა. სამიზნე კვლავ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრი იყო.

რამდენიმე საათით ადრე ამომრჩეველთა სარეგისტრაციო პუნქტს ავღანეთის დედაქალაქშიც დაესხნენ თავს. ქაბულში დაღუპულია სულ მცირე 31 ადამიანი. კიდევ 57 დაჭრილია.

მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მოძრაობა „თალიბანი“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.