ავღანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 33 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ყველაზე რთული მდგომარეობა დედაქალაქ ქაბულშია, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსით 23 ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის დედაქალაქში ამ დრომდე „კოვიდ-19“-ის 13 131 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 218 ადამიანი.
საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ავღანეთში „კოვიდ-19“-ით 32 022 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსისგან 16 041 ადამიანი განიკურნა.