ავღანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი
მედიის ინფორმაციით, ავღანეთში, ქალაქ ჰერატის ჩრდილოეთით, 28 კილომეტრში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:10 საათზე დაფიქსირდა.
როგორც „ბიბისი“ ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, ავღანეთში, ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში 8 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 2 400 ადამიანი ემსხვერპლა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა.