ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოიგერიეს
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „ტოლო ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც პროვინციის გუბერნატორი აცხადებს, მებრძოლთა ჯგუფი სამხედრო ბაზას გამთენიისას დაესხა თავს. შეტაკების დროს მოკლულია სულ მცირე სამი თვითმკვლელი ტერორისტი და ექვსი თავდამსხმელი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხედრო ბაზის გაწმენდის ოპერაცია გრძელდება. „ტოლო ნიუსის“ მიერ მოპოვებული მონაცემებით, თავდასხმაში 27 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის შვიდი თვითმკვლელი ტერორისტი.