ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა
ავღანეთის ღაზნის პროვინციაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ აღო ჯანში ყურანის კითხვის ცერემონიას ესწრებოდა, როდესაც სახლთან გაჩერებული დანაღმული მოტიციკლი აფეთქდა.
ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის უმრავლესობა ბავშვები არიან, რომლებიც აფეთქების დროს მოტოციკლის ირგვლივ იმყოფებოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის დედაქალაქ ქაბულიდან 150 კილომეტრში მდებარე ქალაქი ღაზნი რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ორჯერ დაიკავა.