ავღანეთში განათლების დეპარტამენტზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში შეიარაღებული პირები განათლების დეპარტამენტს დაესხნენ თავს.
დაღუპულია უსაფრთხოების სამსახურის ერთი წევრი.
შენობაში შეჭრის დროს თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს და ოფისს ცეცხლი წაუკიდეს.
სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების დამატებითი ძალების მობილიზაცია გამოცხადდა.