ავღანეთში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს. მენა მანგელს ორმა უცნობმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. თავდასხმა ქაბულში, ტელეჟურნალისტის სახლთან ახლოს მოხდა. ქალს მაშინ ესროლეს, როდესაც ის ქვეყნის პარლამენტში მიდიოდა. ტელეკომპანია „არიანა ნიუსის“ რეპორტიორი პარლამენტში მრჩევლად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.
მენა მანგელი ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, ავღანეთში ქალების უფლებებსაც აქტიურად იცავდა.
2017 წელს მანგელმა სოციალურ ქსელში აღიარა, რომ 2017 წელს მას გათხოვება აიძულეს. მაისის დასაწყისში ის განქორწინდა. ბოლო პერიოდში ჟურნალისტის აცხადებდა, რომ მას სოციალურ ქსელებში უცნობი პირები ემუქრებოდნენ.