ავღანეთში ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის 413 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ავღანეთში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის 413 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე რთული მდგომარეობა დედაქალაქ ქაბულშია, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ავღანეთში „კოვიდ-19“-ის 5 639 შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაიცვალა 136 ადამიანი. ვირუსისგან 691 პაციენტი გამოჯანმრთელდა.