ავღანეთში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ავტობუსთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. 31 მოქალაქე დაშავდა. ინფორამციას Tolo News-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ფარახის პროვინციაში მოხდა, რომელიც ქაბულისა და ჰერატის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ ავტობუსთან ახლოს აფეთქდა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა.

პარალელურად აფეთქების ხმა გაისმა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადშიც. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შემთხვევა საავადმყოფოსა და ლტოლვილების ცენტრის სიახლოვეს მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების შემდეგ ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც. დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

არც ერთ აფეთქებაზე პასუხიმგებლობა ამ ეტაპზე არავის აუღია.

შეგახსენებთ, გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ და მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ. ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ზავი შესაძლოა, 22 აგვისტოდან შევიდეს ძალაში.