ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს დილით განხორციელებულ აფეთქებების სერიას ცხრა ჟურნალისტი ემსხვერპლა. დაშავებულია მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი. დაღუპულთა შორის არიან France-Presse”-ს ფოტოკორესპონდეტი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტები.
სააგენტო “ტოლო ნიუსი” გარდაცვლილ მედია წარმომადგენელთა სიას აქვეყნებს.
1. აბადულა ჰანანზაი -რადიო თავისუფლება
2. მოჰარამ დურანი – რადიო თავისუფლება
3. საბავუნ ქაქარი – რადიო თავისუფლება
4. ღაზი რასული -ავღანეთის პირველი არხის კორესპონდენტი
5. ნოვროზ ალი რაჯაბი – ავღანეთის პირველი არხის ოპერატორი
6.იარ მოჰამედ თოხი – ავღანური საინფორმაციო სააგენტო TOLOnews-ის ოპერატორი
7. ალი სალეემი – Mashal Tv-ის ჟურნალისტი
8. სალეემ ტალაში – Mashal Tv-ის ჟურნალისტი
9. შაჰ მარაი – სააგენტო France-Presse-ს ფოტოკორესპონდეტი
ქაბულში ორი აფეთქება დღეს დილის საათებში, 20 წუთის ინტერვალით განხორციელდა. ორივე შემთხვევაში თავდასხმა, თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.
მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც პირველი თავდასხმის გასაშუქებლად ტერიტორიაზე მედიაწარმომადგენლებმა შეკრება დაიწყეს.
ტერაქტებს საერთო ჯამში 29 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 49 მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
2017 წელს ავღანეთში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიის 21 წარმომადგენელი დაიღუპა.